"ბათუმელების" ცნობით, დღეს, 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დააკავეს მათი ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე. იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს, ვიდეო მასალის გადაღებისას.
აქციაზე დღეს ბათუმში მინიმუმ 6 პირი დააკავეს: გურამ მურვანიძე, გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე.
მეორე დღეა ბათუმში მიმდინარე აქციებზე მასობრივად აკავებენ აქციის მონაწილეებს. 11-12 იანვარს აქციაზე 12 პირი დააკავეს, მათ შორის „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
bm.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ პროცესი მიმდინარეა და ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.
მასალა, ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.




























