მისი თქმით, ამის ერთ-ერთი საწინდარი Green Resort-ის პროექტი იქნება, რომელშიც 500 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება.
ამის შესახებ პრემიერმა სწორედ Green Resort-ის პროექტის პრეზენტაციაზე ქობულეთში განაცხადა.
„აჭარა გახდება 4-სეზონიანი კურორტი, რომელიც იქნება შავი ზღვის აუზის მარგალიტი. ის უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო ლიდერის ადგილს დაიმკვიდრებს ტურიზმში. Green Resort-ის პროექტი იქნება მულტიფუნქციური; საუბარია FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედანზე, საჩოგბურთო კორტებზე, ერთ-ერთ ყველაზე კარგ გოლფის ინფრასტრუქტურაზე. ეს საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ ისეთი ტურისტები, რომლებიც ვერ განიხილავენ საქართველოს ტურისტულ ცენტრად იმის გამო, რომ არ გვაქვს ეს ინფრასტრუქტურა", - განაცხადა პრემიერმა.

























