მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმი-ახალციხის გზის 97-ე კმ-ზე უამინდობის შედეგად, მიწის მასა ჩამოვიდა - გზების დეპარტამენტის განცხადება

რუკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) უამინდობის შედეგად, ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, გარკვეულ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა. "შეზღუდული ხილვადობის გამო, დარჩენილ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები