მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმი-ახალციხის გზის ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - მიზეზი მეწყერია

6409e3789cdd6
BM.GE
09.03.23 17:48
610
ბათუმი-ახალციხის 86-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.

უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები