მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბათუმი მოლში" სუს-ის კონტრტერორისტული დანაყოფები სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებენ

ბათუმი მოლი

"ბათუმი მოლში" სუს-ის კონტრტერორისტული დანაყოფები სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია Bm.ge-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

"საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ ბათუმი მოლში მიმდინარეობს უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები", - აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, "ბათუმელებმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები