მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბათუმი რივიერას" პროექტი 2021 წელს დასრულდება

5b338cd0ee5ca
მაია ბიწაძე
27.06.18 17:09
806
პროექტის "ბათუმი რივიერა“ გენერალური გეგმა აგვისტოს ბოლოს იქნება მზად, - ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში "სილქროუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების განვითარების მენეჯერმა, გიორგი მარრიმ განაცხადა. მისივე თქმით, კომპლექსის მშენებლობა 2019 წლის იანვარში დაიწყება და ორი წელი გასტანს.

"გენ-გეგმა მოიცავს 6 ჰექტარი ტერიტორიის განვითარებას, მათ შორის პირველ ფაზას, რომლის ფარგლებშიც ერთი კოშკი "სილქ თაუერი" აშენდება, 50 ათასი კვადრატული მეტრი ფართის, სადაც საცხოვრებელი სახლები, რესტორნები, საცურაო აუზები და გასართობი ადგილები განთავსდება.

ასევე მოეწყობა იახტ-კლუბი, რომელშიც 3 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩავდებთ პარტნიორ კომპანიასთან ერთად. ის 6 ჰექტარი ტერიტორია, რომელზეც "ბათუმი-რივიერას" კომპლექსი უნდა განთავსდეს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქალაქში პატარა ქალაქი ავაშენოთ, რომელიც თავისი ფუნქციებით და დატვირთვით მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი", - განაცხადა გიორგი მარრიმ. მისივე თქმით, ბათუმში ანალოგიური მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბათუმში ასეთი დონის პროდუქტზე მოთხოვნა იქნება და ის უპრობლემოდ გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება დაპირველი ფაზის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 65 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტი მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტამენტებს, იახტ კლუბს და დამატებით 2 ჰექტრის ფართობის პარკს. პარკი რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, იგი ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი და სალანდშაფტო-სარეკრეაციო ზონა იქნება. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით ტერიტორიას მიენიჭება ძეგლის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ პარკის ტერიტორიაზე არანაირი შენობა არ აშენდება.

"ბათუმი რივიერას" პროექტის არქიტექტურულ დიზაინსა და გეგმარებაზე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს. მთავარი აქცენტი მთელი პროექტის მასშტაბით გამწვანებაზე გაკეთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები