მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბათუმი რივიერას" პროექტზე კიდევ ერთი საჯარო განხილვა გაიმართება

5d398b01dceea
BM.GE
25.07.19 15:40
863

„ბათუმი რივიერას“ პროექტზე მინიმუმ ერთი საჯარო განხილვა ჩვენ სავარაუდოდ მომავალ კვირას გვექნება,“ - ამის შესახებ „ბათუმი რივიერას“ პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, კომპანიამ ჰიდროლოგების და ინჟინრების იტალიური კომპანია დაიქირავა და გეოლოგიური კვლევები მოამზადა.

 „იტალიურ კომპანიას, რომელსაც ვენეციის ძველი პორტის რეაბილიტაციაში და ახალი პორტის მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის მიერ ჩატარებული კვლევა 100 ათასი დოლარი ჯდება. შეისწავლეს ზღვის ფსკერი გეოლოგია, გეოტექნიკური ანალიზი და ამასთან დაკავშირებით გუშინ დასკვნა მივიღეთ. დასკვნის მიხედვით, მშენებლობას არანაირი პრობლემა არ აქვს.

ჩვენ ჯერ გრგ-ს შეთანხმებას ველოდებით. ამის შეთანხმების შემდეგ არის პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის ეტაპების გავლა. როდის მივიღებთ მშენებლობის ნებართვას ვერ გეტყვით იმედი მაქვს, რომ წელს უკვე მშენებლობის ნებართვას მივიღებთ,“ - განმარტა კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, მშენებლობის განხორციელების დრო პროექტის დაწყებიდან სამი წელია. გიორგი კაპანაძე პროექტის ტურისტულად მომგებიანობის შესახებაც საუბრობს.

„მშენებლობა მოიცავს თანამედროვე სტანდარტებით იახტ-კლუბის გაკეთებას და ეს საშუალებას მოგვცემს ისეთი მაღალშემოსავლიანი ტურისტები მივიღოთ, რომელიც დღეს დაკარგულია, რადგან მსგავსი ინფრასტრუქტურა არ არსებობს", - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის: ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც „ბათუმის რივიერას“ სახელითაა ცნობილი, განაშენიანება იგეგმება. რაც შეეხება მშენებლობის ხანგრძლივობას მისი პირველი ეტაპის მშენებლობა პროექტის დაწყებიდან სამი წელია. ჯამური ინვესტიცია სრულ პროექტში 300 მლნ დოლარს აღემატება. დასაქმდება 1000 ადამიანი როგორც მშენებლობის ეტაპზე ასევე ექსპლუტაციაში მიღების შემდგომ.

კერძო საკუთრება 2006 წელს კომპანიამ ღია აუქციონის წესით შეიძინა. ღია აუქციონი და სახელმწიფო ვალდებულებების გასტუმრება კომპანიას 2006 წელს 10 მლნ დოლარი დაუჯდა. პროექტი მოიცავს საცხოვრებელ აპარტამენტებს, იახტ-კლუბს და დამატებით 2 ჰექტრის ფართობის პარკს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები