ბათუმი თაუერში "ლე მერიდიანის" სასტუმროს გახსნა 2018 წლისთვის გადაიდო, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კომპანია "რედკოს" პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.
მისი განმარტებით, სასტუმროს გახსნა იმ მიზეზით გადაიდო, რომ მისი პროექტირება დროში გაჭიანურდა. მალხაზ კუნელაური ვარაუდობს, რომ "ბათუმი თაუერში" 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო მომდევნო წლის ზაფხულის სეზონისთვის გაიხსნება.
"გადადების მიზეზი ისაა, რომ "სტარვუდთან" პროექტირებამ წაიღო ძალიან დიდი დრო. პლუს იმ უცხოელ კონტრაქტორებთან კონსულტაციებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროექტირებაში. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტირება არის ძალიან სპეციფიკური საკითხი, რადგან გათვალისწინებული უნდა იყოს აკუსტიკა, უსაფრთხოება, განათება და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფრის შეთანხმება ხდება სტარვუდთან და ა.შ.
მაგალითად ძალიან ბევრჯერ შეიცვალა პირველ სართულზე კომერციული ფართებისა და რესტორნის განლაგება. რადგან ეს ეტაპი დასრულებულია, ძალიან მალე დაიწყება დარჩენილი სამუშაოები",- აცხადებს მალხაზ კუნელაური.

























