ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველად, Skytrax-ის საუკეთესო აეროპორტების რეიტინგშია - ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.
მათი ცნობით, პარიზში გამართულ Skytrax World Airport Awards 2022-ზე, TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებად დასახელდა. აღნიშნულ კატეგორიაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველად, ხოლო თბილისის ზედიზედ მეცხრედ მოხვდა.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის, ტალინის, ბუქარესტის, რიგის, თბილისის, ბათუმის, კიევის (ბორისპოლი), ბელგრადის, ბრატისლავასა და ზაგრების საერთაშორისო აეროპორტები - 2022 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ - https://www.worldairportawards.com/best-airports-2022-by.../
ცნობისთვის: Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.