ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. Tav Georgia - ში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფრენის დარბაზში მიმდინარეობს დამატებითი სარეგისტრაციო დახლების მოწყობა. ასევე ემატება საპასპორტო კონტროლის ჯიხურები, როგორც გაფრენის ისე მოფრენის დარბაზებში.
დასკვნით ფაზაშია აეროდრომზე ავიახომალდების სადგომების გაფართოების სამუშაოებიც, რის შემდეგაც აეროპორტი ერთდროულად 10 სხვადასხვა ტიპის ავიახომლადს მოემსახურება.
,,ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის“ მაქსიმალური გამტარიანობა 500 ათასი მგზავრია, გასულ წელს აეროპორტი 450 ათას მგზავრს მოემსახურა.

























