მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის აეროპორტში, ივნისში, 300-ზე მეტი საერთაშორისო რეისი გვექნება - თინათინ ზოიძე

62a794d1d8e6d
ალა ისპირიანი
14.06.22 00:40
800
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თინათინ ზოიძის თქმით, ბათუმის აეროპორტში, ივნისში, 300-ზე მეტი საერთაშორისო რეისი განხორციელდება.

როგორც მან „ საქმის კურსში“ განაცხადა, ვიზიტორთა ნაკადები 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 51%-ით უკვე აღდგენილია.

„მოლოდინები სეზონისთვის პოზიტიური გვაქვს. ამის თქმის საშუალებას ნაკადების აღდგენის ის დინამიკა გვაძლევს, რომელიც გვაქვს. ასევე კარგი მაჩვენებელი გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ანუ 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით პლუს 30%.

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, როგორც არსებული [საერთაშორისო რეისების] მიმართულებების აღდგენაზე, ასევე ემატება ახალი მიმართულებები. ივნისში 300-ზე მეტი საერთაშორისო რეისი გვექნება 12 მიმართულებიდან. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი რეგიონის და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების სამიზნე ბაზრებზე პოზიციონირება.

2019 წლის პირველ კვარტალს მომდინარე წლის პირველ კვარტალს თუ შევადარებთ 51%-ით არის აღდგენილი ვიზიტორთა ნაკადები. ეს პოზიტიური დინამიკაა. ამაში დიდი წვლილი ჩვენს კერძო სექტორს მიუძღვის, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება. მაისში სექტორის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტების რიცხვმა ბოლო 2 წელიწადში 2019 წლის დონის 62%-ს პირველად მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები