ბათუმის ბულვარს 41 სახეობის 3 424 მწვანე ნარგავი დაემატება. ფორმიუმი, ოფიოპოგონი, ასტილბა, ფესტუკა, ბარბარისის მრავალსახეობა და სხვა მცენარეების ნერგებს სსიპ „ბათუმის ბულვარი“ ტენდერით შეიძენს. მწვანე ნარგავებისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი.
ბულვარის განახლება საზღვაო სეზონის დაწყებამდე დასრულდება.