მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ფესტივალზე ქართული ღვინის დღეები გაიმართება

ღვინის დღეები
BM. GE
10.08.23 11:54
80

ბათუმის ფესტივალი  ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს, ფესტივალის მე-6 კვირას  ორგანიზატორები საქართველოს კულტურის ცენტრთან  ერთად ღვინის დღეებს გეგმავენ, რომელიც 11-13 აგვისტოს გაიმართება.  

შავი ზღვის ღვინის ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა 300-ზე მეტმა ღვინის კომპანიამ მიიღო.  

„ფესტივალის მთავარი მიზანია ქართული ღვინის მწარმოებლების ხელშეწყობა, მათთვის ბაზრის გაფართოება, რაც ხელს უწყობს , ხარისხზე ორიენტირებულ მწარმოებელთა ხელშეწყობასა და მოტივაციას; ქართული მაღალხარისხიანი ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციას; საქართველოში წარმოებული ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებასა და ქართული ყურძნის ჯიშებისა და ტრადიციული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას“, - ამბობს საქართველოს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ჯავახიშვილი.
„ბათუმის ფესტივალის და შავი ზღვის ღვინის ფესტივალის კოლაბორაცია, ვფიქრობთ ძალიან საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის ასევე  ტურისტებისთვის. სამი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება წარმოდგენილი 100-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინო.

აქ მოსულ სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო, ამასთან ერთად  მიირთვან როგორც ქართული ასევე აზიური კულინარიის საუკეთესო კერძები,  ესტუმრონ  ქართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის სივრცეს,  სამი დღის განმავლობაში მოუსმინონ ადგილობრივ არტისტებს, პარასკევს ღვინის დღეებს საზეიმოდ აჩიკო ბერიძე გახსნის შაბათს კი ბათუმელი მუსიკოსები აჩიკო გოგიტიძე, სულხან დევაძე, მზიკო ფარტენაძე, ნანუკა მიქაძე, თამთა ხუხუნაიშვილი  წარდგებიან სტუმრების წინაშე, კვირას კი ღვინის დღეები საზეიმოდ დაიხურება  ბენდ ფრი სფეისის თანხლებით გამოვლინდება 2023 წლის შავი ზღვის ღვინის ფესტივალის გამარჯვებულები“, - აღნიშნავს ბათუმის ფესტივალის ორგანიზატორი ნანუკა გორგილაძე.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები