მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფციაზე მუშაობა დასრულდა

ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის კონცეფციაზე მუშაობა დასრულდა. შესაბამისი დოკუმენტი BMG-ის ბათუმი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა სითი ინსტიტუტმა მიაწოდა. ოპტიმისტური პროგნოზით გეგნგემაზე მომუშავე ჯგუფი თვლის, რომ თავად გენერალური გეგმა მზად 2024 წლის ზაფხულის ბოლოს უნდა იყოს. ამ დრომდე სითი ინსტიტუტმა უკვე ჩააბარა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ხედვის დოკუმენტი , ხოლო სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მუშაობა ბათუმის სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის კონცეფციაზე, რომელიც შეჯერებულია როგორც მერიასთან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან. დოკუმენტი აერთიანებს ბათუმის, როგორც ზღვაში არეკლილი ქალაქის განვითარების შესაძლო სცენარებს, ამოცანებს და გადაწყვეტებს. ქ. ბათუმის სივრცის დაგეგმვისა და გენერალური გეგმის კონცეფცია 4 ძირითადი კონცეპტუალური მიმართულებისგან შედგება, ისეთების როგორებიცაა თანაბრად განვითარებული, მულტიფუნქციური, მწვანე და მედეგი, უსაფრთხო ქალაქი. რა გამოწვევები აქვს დღეს ბათუმს, რა ტერიტორიების განვითარების რესურსი არსებობს და რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი მომავალი წლების განმავლობაში?

სტუმარი: მამუკა სალუქვაძე - "სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები