მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის „იელთი კვარტალში“ ესპანური Occidental Hotels & Resorts-ის სასტუმრო გაიხსნება

ბათუმში ახალი ესპანური ბრენდის Occidental Hotels & Resorts-ის სასტუმრო გაიხსნება. პროექტი „იელთი ჯგუფისა“ და Barceló Hotel Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო სასტუმრო და საინვესტიციო ბაზარზე. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებით, „იელთი ჯგუფს“ ესპანური სასტუმრო ქსელის, Barceló Hotel Group-ის წამყვანი ქვებრენდი - Occidental Hotels & Resorts საქართველოში შემოჰყავს. სასტუმრო ბათუმის ახალ ბულვარში, მულტიფუნქციურ კომპლექს „იელთი კვარტალში“ განთავსდება. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონის ტურისტული და უძრავი ქონების სექტორისთვის. Occidental-ის ბრენდი ცნობილია თავისი ფუნქციონალურობითა და კომფორტით. პროექტის მართვაზე Barceló Hotel Group-ის მენეჯმენტი იზრუნებს და მართვისა და მომსახურების ევროპულ ხარისხს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ „იელთი ჯგუფი“ Barceló Hotel Group-თან უკვე 2024 წლიდან წარმატებულად თანამშრომლობს ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსით, რომლის ფარგლებშიც თბილისის შუაგულში მასშტაბური პროექტი - „ესპანური კვარტალი“შენდება.

ეს არ არის ერთადერთი სიახლე იელთიუ ჯგუფისგან, რაც მახარებს მათთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი ამბავი: იელთი ჯგუფის" წარმატების ქეისი იქნება ერთადერთი ქართული სამშენებლო-დეველოპერული სექტორიდან, რომელიც მოხვდა „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ Essentials of Modern Marketing (EOMM) პირველ ქართულ გამოცემაში. EOMM-ი Kotler Impact-ის ინოვაციური პროექტია, რომელიც 50+ ქვეყანაში მარკეტინგის სწრაფად ცვალებად სამყაროს ლოკალური ბიზნეს ქეისებისა და წარმატების ისტორიების მეშვეობით შეისწავლის. "მარკეტინგის მამად" წოდებული ფილიპ კოტლერის წიგნში წარმოდგენილი "იელთი ჯგუფი" და მისი ქეისი, კიდევ ბევრი წელი იქნება ათასობით სტუდენტის სახელმძღვანელო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები