მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის მერიის ბალანსზე კერძო საკუთრებაში არსებული შენობები აღმაჩინეს

5aa9085691ee7
მეგი კავთუაშვილი
14.03.18 15:30
1360
ბათუმის მერიას ბალანსზე კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი შენობები აქვს გაფორმებული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ორგანიზაციის ბალანსზე 5 მილიონი ლარის ღირებულების 701 საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა, რომელთა უმეტესობა პრივატიზებული ან უზურფრუქტით გაცემული იყო.

„საბალანსო მონაცემებით, მერიის ბალანსზე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ანგარიშზე ირიცხება ნაშთი 31,658,110 ლარი. შერჩევითი გადამოწმებით დასტურდება, რომ ქონებისნაწილი პრივატიზებულია ან/და უზუფრუქტით გადაცემულია მესამე პირებზე. შესაბამისად, მათი მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს14 . მათ შორის: ჭადრაკის სასახლის შენობა-ნაგებობა, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 964,234 ლარი; ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა - თერთმეტწლედის შენობა და გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 101,086 ლარი; ოთხი შენობა-ნაგებობა, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 21,085 ლარი. მერიის ბალანსზე ირიცხება ასევე ისეთი ძირითადი აქტივები, როგორიცაა: ქუჩები, განათება, ხიდები, გაყვანილობების სისტემები და სხვა ნაგებობები ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 68,145,814 ლარი, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რა დაფინანსებაც მერიის მიერ გაწეულ იქნა უკანასკნელი წლების განმავლობაში. მერიის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონების დანარჩენი ნაწილი არ არის აღრიცხული საბუღალტრო მონაცემებში.“ - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები