მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სასტუმროებსა და საცურაო აუზებს ამოწმებს

აუზის შემოწმება

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სასტუმროებსა და საცურაო აუზებს ამოწმებს.

უწყების ცნობით, გრძელდება გეგმიური, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება.

"ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ტურისტულ სეზონზე საცურაო აუზების, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. მონიტორინგის ფარგლებში, აგრეთვე მოწმდება, კვების ბლოკისა და სასტუმროს ნომრების ჰიგიენურ ნორმები.

სანიტარულ შემოწმებას მუნიციპალური ინსპექცია ლაბორატორიასთან ერთად ახორციელებს", - იტყობინება მუნიციპალური სამსახური, თუმცა არ უთითებს, გამოვლინდა თუ არა რაიმე დარღვევა.

bm.ge-მ ბათუმის მუნიციპალური სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის სახით, აუზებსა და სასტუმროების შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები