მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბათუმის მწერალთა სახლის" რესტავრირებული შენობა გაიხსნა

5800a8d76d6bf
BM.GE
14.10.16 13:41
1947
ბათუმში “ბათუმის მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა გაიხსნა.  ფონდმა "ქართუ" 5 თვეში მთლიანად განაახლა ამორტიზებული შენობა.

"1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი ფუნქციონირებს 1957 წლიდან. ათწლეულების განმვალობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები და იყო საფრთხე, ქვეყანას დაეკარგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით დეთორაძემ, აჭარის მთავრობის მეთაურთან ზურაბ პატარაძესთან და “ფონდი ქართუს” ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ჩხენტიანთან ერთად დაათვალიერა რესტავრირებული შენობა და მასში განთავსებული ჟურნალი “ჭოროხის” რედაქცია. მწერალთა სახლის ფუნქციონირების განახლებასთან ერთად აღდგება ჟურნალ “ჭოროხის” გამოცემაც.

ბათუმის მწერალთა სახლის გარდა “ფონდი ქართუ” ბათუმში ახორციელებს დრამატული თეატრის რესტავრაციასა და “ბათუმის რაგბის კომპლექსის მშენებლობას”. პარალელურად მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღში მეწყერსაშიში ზონების გამაგრებას. სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებს ასოციაცია “ატუ”", - განმარტავენ ფონდში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები