მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბათუმის პორტი რეგიონში ყველაზე კონკურენტუნარიანია მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის"

5ab4e262780f3
ელენე ჩომახიძე
23.03.18 15:17
950
„ბათუმის პორტი ჩვენი ანალიზის მიხედვით რეგიონში ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი პორტია ამ ეტაპზე მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის სხვადასხვა ქვეყნებში“, - განაცხადა მინერალური სასუქების უმსხვილესი მოვაჭრე კომპანია Trammo-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვილდან ბეკიროვმა.

ბათუმის პორტის ტერმინალის პროექტის საინვესტიციო მოცულობა 20 მილიონ დოლარამდეა. როგორც ახალი კონსორციუმის წამრომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული პროექტი ფაქტობრივად დასრულების ეტაპზეა, ხოლო მშენებლობის პროცესები 12-დან 14 თვემდე პერიოდში დასრულდება. როგორც კომპანიის ისე პორტისა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ , რომ ახალი ტერმინალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც სატრანზიტო გადაზიდვების კუთხით და რომ აღნიშნული ტერმინალი მნიშნელოვანი ფინასნური სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები