ბათუმის საზღვაო ნავსადგური აცხადებს, რომ ტვირთბრუნვა გაზარდა და ფინანსური სტაბილურობა განამტკიცა.
პორტის მენეჯმენტის ცნობით, 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა საპორტო მოსაკრებლების ახალი ტარიფები. შედეგად, 2026 წლის ბოლომდე ნავსადგურის დამატებით შემოსავალს - დაახლოებით, 1 მლნ დოლარს მიიღებს.
ამასთანავე, 2026 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა კარბამიდის ტერმინალის მომსახურების ტარიფი, რითაც ნავსადგური წლის ბოლომდე დამატებით, 200 ათასი დოლარის შემოსავალს ელის.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საერთო ტვირთბრუნვამ 4.024 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
„მიღებული ზომები ხელს უწყობს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და ქმნის შემოსავლის დამატებით წყაროს ნავსადგურის ინფრასტრუქტურის განვითარების, მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და საინვესტიციო პროექტებისთვის" - ნათქვამია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის განცხადებაში.




























