მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის პორტში 13154,4 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

5b80077da72e7
BM.GE
24.08.18 17:24
612
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფრანგული სანომრე ნიშნით საქართველოს მოქალაქის რ.ტ.-ს სახელზე შემოსული, მცირე სატვირთო ავტომანქანის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები, ასევე, ალკოჰოლური სასმელები და მეორადი ტანსაცმელი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 13154,4 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 13154,4 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები