ბათუმის პორტში რამდენიმე ხნის წინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, პორტში ხანძარი საწყობის სახურავზე გაჩნდა.