ბათუმის საზღვაო პორტში თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა იწყება. კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესის“ ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა და საერთაშორისო ლოჯისტიკურმა კომპანია Wondernet Exspress-მა მინერალური სასუქების სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმეს.
კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესი“ გეგმავს თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მინერალური სასუქების გადაზიდვის მიზნით. ეს ტერმინალი იქნება ახალი ლოჯისტიკური დერეფნის ნაწილი - ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანსა და საქართველოში, შემდეგ კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით შავი ზღვის გავლით ტვირთების გადასაზიდად.
„ვონდერნეტ ექსპრესი“ ბათუმის საზღვაო პორტში ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

























