მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის პორტში ნავთობპროდუქტების გადაზიდვა მცირდება

5aaa7e609538c
BM.GE
15.03.18 18:07
1296
ბათუმის პორტში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა წლის ორ თვეში 49%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პორტის ოპერატორი KazMunaiGas ავრცელებს. პორტის მენეჯმენტი მსგავსი შემციების ზუსტ მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია აღნიშნავს, რომ გარკვეული ტვირთების ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გადატანა გრძელდება.

Reuters წერს, რომ იანვარ-თებერვალში ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვებმა ბათუმის პორტიდან 202,322 ტონა შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 399,858 ტონა იყო.

2017 წელს ბათუმის პორტში გადაზიდულმა ნავთობპროდუქტებმა 2.109 მილიონი ტონა შეადგინა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 3.377 მილიონი ტონა იყო.

ქართული პორტები ნავთობპროდუქტებს აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან იღებენ.

საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობამ წლის პირველ თვეში 2.7 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.3 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია.

საანგარიშო პერიოდში, საზღვაო ნავსადგურებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ 1.3 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის იანვარში 1.2 მლნ ტონისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები