მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 15%-ით გაიზარდა - რა ტვირთს ემსახურება ნავსადგური?

ბათუმის პორტი

"ბათუმის საზღვაო ნავსადგური" ტვირთბრუნვის ზრდაზე აცხადებს.

პორტის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში მშრალი ტვირთების გადატვირთვა წლიურად 15%-ით გაიზარდა. მათ შორის, ლითონის პროდუქციის გადატვირთვა 127.9%-ით არის გაზრდილი, ნაყარ ტვირთებში ზრდა 90.9%-ია, მარცვლეულის გადატვირთვა წლიურად 72%-ით არის გაზრდილი, ნედლი შაქარი 56.6-ით.

ტვირთების ზრდას, ნავსადგურის ადმინისტრაცია მოთხოვნის ზრდას, ასევე შიდა ოპერაციული პროცესების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უკავშირებს.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, წელს, 6 თვეში ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში ტვირთბრუნვა 5.6%-ით გაიზარდა. ქვეყნის ორივე ნავსადგურმა ჯამში 7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები