"ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში" კიდევ ორი ახალი ავიაკომპანია იფრენს, - ამის შესაზებ Bm.ge-ს "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განუცხადა, მისი განმარტებით უკვე დასრულდა მოლაპარაკებები ორ ავიაკომპანიასთან, - ესენია რუსულ UVT aero და პოლონური Small Planet Airlines, რომლებიც რეისებს ბათუმიდან ზაფხულის სიზონიდან შეასრულებენ.
"ორი ახალი კომპანიის შემოსვლა ბათუმის აეროპორტში უკვე გადაწყვეტილია, ერთი იფრენს ყაზანის მიმართულებით, რუსული ავიაკომპანია UVT aero, ხოლო, მეორე პოლონური Small Planet Airlines ვარშავის მიმართულებით. ბათუმიდან რეისებს ასევე შეასრულებს Fly Dubai, ასევე გრძელდება მოლაპარაკებები სხვა ავიაკომპანიებთანაც, ასე, რომ 2018 წლის ბოლომდე მგზავრთნაკადის კიდევ 20-25%-იან ზრდას ველით", - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
"ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი" გასულ წელს 450 ათას მგზავრს მოემსახურა, 59%-ით მეტის, ვიდრე 2016 წელს.

























