მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT) ტარიფების შემცირებაზე აცხადებს

ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, BICT (ბი აი სი თი) აცხადებს ტარიფების მნიშვნელოვან შემცირებას. ეს ცვლილებები შეეხება მანქანიანი კონტეინერების გახსნის მომსახურებისა და შენახვის საფასურს, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მომხმარებლების ხელშეწყობას, განსაკუთრებით მათთვის, რომლებსაც საქმიანობის წარმოება უწევთ მეორადი ავტომანქანების ბიზნესისთვის რთულ პერიოდში.ეკონომიკური გაურკვევლობისა და ბაზრის რყევების ფონზე, BICT (ბი აი სი თი) აცნობიერებს მომხმარებელთა გვერდით დგომის მნიშვნელობას. როგორც ლოგისტიკური ჯაჭვის მნიშვნელოვანი მონაწილე, BICT (ბი აი სი თი) მოწოდებულია ხელი შეუწყოს გარემოს, სადაც ბიზნესს შეუძლია წარმატებულად იფუნქციონიროს, თუნდაც რთულ პირობებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, BICT (ბი აი სი თი) მოხარულია შესთავაზოს ტარიფების შემცირება ყველა ადგილობრივ პარტნიორს.

გადაწყვეტილება მანქანიანი კონტეინერების გახსნის მომსახურებისა და შენახვის საფასურის ტარიფების შემცირების შესახებ ადასტურებს BICT-ის მზაობას მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ბიზნესს. მეორადი ავტომობილების ინდუსტრიაში ჩართული მხარეების წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აღნიშნული ტარიფების შემცირება მიზნად ისახავს ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას BICT-ს პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის.კომპანიის მისიაში ვვკითხულობთ,რომ სრულყოფილება BICT (ბი აი სი თი) თვის არ არის მხოლოდ მიზანი; ეს არის ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ჩვენი ოპერაციების ყველა ასპექტში.გადაწყვეტილება ტარიფების შემცირების შესახებ გამოხატავს კომპანიის ურყევ ერთგულებას ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად და ჩვენს საზოგადოებაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. ამ გადაწყვეტილებით კომპანიის მენეჯმენტს და მესვეურებს სჯერათ, რომ მომხმარებლების გვერდში დგომით შეძლებენ დავძლიოთ გამოწვევები და მივაღწიოთ წარმატებას ერთობლივად.

ჩემი აზრით, მანქანიანი კონტეინერების გახსნის მომსახურებისა და შენახვის საფასურის ტარიფების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება ხაზს უსვამს BICT (ბი აი სი თი)-ს მზაობას მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ბიზნესს. ეს ცვლილებები მიმართულია ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლის, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდისა და დროებითი სირთულეების დაძლევისაკენ.

“თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა და რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად”- ასე ეხმაურება კომპანიის გადაწყვეტილებას მისი პირველი პირი, ნიკოლოზ გოგოლი, რომელიც BICT (ბი აი სი თი)- ს მმართველი დირექტორი გახლავთ.

BICT (ბი აი სი თი)-იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ჯერ კიდევ 2023 წელს, გაზარდა ტერმინალის საოპერაციო ტერიტორია დამატებით 6 ჰექტრით, რომელიც მოიცავს გარე ტერმინალს მასზე არსებული ორი სარკინიგზო ჩიხით და შეიძინა ახალი, მძიმე ტვირთამწეობის სატერმინალო ტექნიკის დამატებითი ერთეულები იმისათვის, რომ გააუმჯობესოს სამუშაოების ხარისხი, უფრო სწრაფად და ეფექტურად გაუწიოს მომსახურება მის მომხმარებლებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.bict.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები