მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი ტარიფებს ამცირებს;

ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, BICT ტარიფების მნიშვნელოვან შემცირებას აცხადებს. ეს ცვლილებები შეეხება მანქანიანი კონტეინერების გახსნის მომსახურებისა და შენახვის საფასურს, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მომხმარებლების ხელშეწყობას, განსაკუთრებით მათთვის, რომლებსაც საქმიანობის წარმოება უწევთ მეორადი ავტომანქანების ბიზნესისთვის რთულ პერიოდში.

ეკონომიკური გაურკვევლობისა და ბაზრის რყევების ფონზე, BICT მომხმარებელთა გვერდით დგომის მნიშვნელობას აცნობიერებს. როგორც ლოგისტიკური ჯაჭვის მნიშვნელოვანი მონაწილე, BICT მოწოდებულია ხელი შეუწყოს გარემოს, სადაც ბიზნესს შეუძლია წარმატებულად იფუნქციონიროს, თუნდაც რთულ პირობებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, BICT მოხარულია შესთავაზოს ტარიფების შემცირება ყველა ადგილობრივ პარტნიორს. ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი ტარიფებს ამცირებს;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები