მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა (BICT) ტარიფების შემცირებაზე განაცხადა;

ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი ტარიფების მნიშვნელოვან შემცირებაზე აცხადებს. ცვლილებები შეეხება მანქანიანი კონტეინერების გახსნის მომსახურებისა და შენახვის საფასურს, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მომხმარებლების ხელშეწყობას, განსაკუთრებით მათთვის, რომლებსაც საქმიანობის წარმოება უწევთ მეორადი ავტომანქანების ბიზნესისთვის რთულ პერიოდში. ეკონომიკური გაურკვევლობისა და ბაზრის რყევების ფონზე, ბი აი სი- თი აცნობიერებს მომხმარებელთა გვერდით დგომის მნიშვნელობას. როგორც ლოგისტიკური ჯაჭვის მნიშვნელოვანი მონაწილე, ბი აი სი- თი მოწოდებულია ხელი შეუწყოს გარემოს, სადაც ბიზნესს შეუძლია წარმატებულად იფუნქციონიროს, თუნდაც რთულ პირობებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, BICT მოხარულია შესთავაზოს ტარიფების შემცირება ყველა ადგილობრივ პარტნიორს.

აღსანიშნია, რომ BICT (ბი აი სი თი)-იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა გასულ წელს, დამატებით 6 ჰექტარით, გაზარდა ტერმინალის საოპერაციო ტერიტორია, რომელიც მოიცავს გარე ტერმინალს მასზე არსებული ორი სარკინიგზო ჩიხით, ასევე შეიძინა ახალი, მძიმე ტვირთამწეობის სატერმინალო ტექნიკის დამატებითი ერთეულები იმისათვის, რომ გააუმჯობესოს სამუშაოების ხარისხი, უფრო სწრაფად და ეფექტურად გაუწიოს მომსახურეობა მის მომხმარებლებს. აღნიშნულ სიახლეებთან გაცნობა უფრო დეტალურად შეგიძლიათ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.bict.ge შეგიძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები