ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა სიმძლავრეები გაზარდა
BM.GE
16.06.23 19:11
• 172
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT), რომელიც ოპერირებს ბათუმში 2008 წლიდან, მიუხედავად დატვირთულობისა, კვლავ აგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებასა და პროგრამების დანერგვას, რათა უზრუნველყოს მაღალი სტანდარტით მომსახურების მიწოდება. პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში და ასევე შემდგომი რთული საბაზრო მდგომარეობის პირობებში, მაშინ როდესაც რეგიონში არსებული სხვა ტერმინალები მნიშვნელოვნად იყვნენ გადატვირთულები, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა შეინარჩუნა მომსახურების მაღალი სტანდარტები. ინფორმაცია ბიემჯის კომპანიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.