მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბათუმის საზღვაო პორტმა“ და „ჩრდილოეთ საზღვაო ტერმინალ აქტაუსმა“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სს

დღეს ბათუმის საზღვაო პორტში შედგა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა შპს „ბათუმის საზღვაო პორტსა“ და შპს „ჩრდილოეთ საზღვაო ტერმინალ აქტაუს“ (ყაზახეთი) შორის.

„ბათუმის საზღვაო პორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ყაზახეთს შორის სატრანზიტო გადაზიდვების განვითარება, მათ შორის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ფარგლებში, ორივე მხარის პორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გამოყენებით.

შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის შემდეგ სფეროებს:

* ტექნიკური და ოპერატიული გამოცდილების გაცვლა;

* ტვირთნაკადების განვითარება და დივერსიფიკაცია;

* მარკეტინგული საქმიანობის კოორდინაცია და გადაზიდვის კომპანიებთან ჩართულობა;

* პერსონალის გადამზადების პროგრამებისა და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ რეგიონული ლოჯისტიკური ბაზრების ერთობლივ მონიტორინგზე და ტვირთების დამუშავებისა და ლოჯისტიკის სფეროში ეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვაზე.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით, რაც ასახავს მდგრადი და გრძელვადიანი პარტნიორობის ორმხრივ ინტერესს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები