მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის აუქციონი დასრულდა - გამარჯვებული 8,7 მლნ-ს გადაიხდის

60d367d158fb9
თამთა ჯიჯავაძე
23.06.21 20:54
16916
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისთვის გამართული აუქციონი დასრულდა -  გამარჯვებული 8 მლნ 750 ათასს გადაიხდის. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა.

"შპს "აჭარის პროექტების მართვის” კომპანიის მიერ გამოცხადებული აუქციონი შედგა. გამარჯვებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1 მლნ 750 ათას ლარს შეადგენს.

აუქციონში გამარჯვებულს მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან.

ბათუმის სტადიონის სახელის ფორმულირება მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს და უნდა მოიცავდეს სიტყვა "არენას“. საბოლოო დამტკიცებისთვის სახელი სტადიონის მესაკუთრეს უნდა წარედგინოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები