მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება "აჭარაბეთმა" მოიგო - რას დაარქმევენ სტადიონს?

60d4dd977e47e
თამთა ჯიჯავაძე
24.06.21 23:29
4059
ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება "აჭარაბეთმა" მოიგო. ამის შესახებ ინფორმაცია Bm.ge-ს "აჭარაბეთში" დაუდასტურეს.

რაც შეეხება სახელს, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"ტენდერის პირობებში არის მითითებული, რომ სტადიონის ადმინისტრაციასთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, ბევრი პირობაა გასათვალისწინებელი. შესაბამისად, სახელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თუმცა, სამუშაო სახელია "აჭარაბეთის არენა", მაგრამ ეს ჯერ დადასტურებული არ არის", - განაცხადეს კომპანიაში.

ცნობისთვის, როგორც რამდენიმე დღის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, აუქციონში გამარჯვებულმა სახელის დარქმევის უფლება 8.7 მილიონ ლარად იყიდა. 

„გამარჯვებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1 მლნ 750 ათას ლარს შეადგენს.

აუქციონში გამარჯვებულს მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან.

ბათუმის სტადიონის სახელის ფორმულირება მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს და უნდა მოიცავდეს სიტყვა "არენას“. საბოლოო დამტკიცებისთვის სახელი სტადიონის მესაკუთრეს უნდა წარედგინოს", - აღნიშნულია უწყების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები