მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის სტადიონზე მატჩზე დასასწრებად მაყურებელი კოვიდსაშვების საფუძველზე შეუშვეს

6170444bdbb33
BM.GE
20.10.21 20:29
642
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ბათუმის „დინამო''-სა და თბილისის ''დინამო”-ს შორის მატჩი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვითა და მაყურებელთა მიერ კოვიდსაშვის წარდგენით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაყურებელთა შესვლაზე კონტროლის კოორდინაცია სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა განახორციელა.

მატჩზე დასწრების მსურველების კონტროლი კოვიდსაშვის პორტალის საშუალებით განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც მატჩს ის პირები დაესწრნენ, რომელთაც მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაცია უდასტურდებოდათ, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანა უდასტურდებოდათ, ან მოცემულ მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი უფიქსირდებოდათ.
კოვიდსაშვის პლატფორმით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის მატჩზე დასწრება უსაფრთხო/მწვანე ზონაში განხორციელდა.

პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და სტატუსის გადამოწმება, ამჯერად, მხოლოდ პორტალის https://covidpass.moh.gov.ge/ -ზეა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი, მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები