რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი BM.GE -თან საქართველოს ყველაზე პერსპექტიულ რეგიონებზე საუბრობს და ამბობს, რომ კახეთი ტრადიციებს მიჰყვება, რაჭა ასათვისებელია და ბათუმს სულ სხვა პოტენციალი აქვს.
„ კახეთთან ერთად ძალიან მიმზიდველია ასევე ბორჯომი, რადგან პრეცენდენტი უკვე შეიქმნა, რომ სასტუმროები მთელი წელი კარგად მუშაობენ. წინა წლის დატვირთვა ბორჯომში 60-დან 65 %-ზე ავიდა. მაგალითიც შემიძლია მოგიყვანოთ, რომ ლონდონის წლიური დატვირთვა 65-დან 68%-მდეა. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბათუმის განვითარებას. ამ ქალაქის განვითარებისთვის სასწრაფოდ უნდა იქნეს მოფიქრებული განვითარების სქემა, რომ ბათუმი იყოს მთელი წელი დატვირთული.

ჩემი აზრით, აუციელებელია ბათუმს ჰქონდეს მინიმუმ 5 000 კაციანი საკონფერენციო სივრცე და ბათუმი გადაიქცეს ჰაბად მეზობელი ქვეყნებისთვის. მაშინ, როცა ძალიან ბევრია ერთმანეთთან მტრულად განწყობილი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ასეთი მიღებები სწორედ ჩვენს ქვეყანაში გავაკეთოთ. საკონფერენციო დარბაზი უნდა ვაქციოთ ტურიზმის განვითარების ცენტრად, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ბათუმს აამუშავებს“- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.