ბათუმში გმირთა ხეივანში საერთაშორისო სტანდარტების რიგით მე-5 სასტუმროს მშენებლობა იწყება. პროექტის ღირებულება 10 700 000 აშშ დოლარია და ითვალისწინებს არანაკლებ 60 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას, ასევე გასართობი ცენტრის და მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას. პროექტი 2020 წელს დასრულდება.
გმირთა ხეივანში კონცეფციის ფარგლებში ამ დროისთვის სულ 5 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსი შენდება ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 51 მლნ აშშ დოლარია. შედეგად ქალაქს დაახლოებით 430 სასტუმრო ნომერი დაემატება.

























