მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში 105-ნომრიანი სასტუმროს "მეგა-პალასი" გახსნა 2018 წელს იგეგმება

58b671aac4e0d
სალომე მეცხვარიშვილი
02.03.17 10:00
1941
ბათუმში 105-ნომრიანი სასტუმრო "მეგა-პალასი", სავარუდოდ, 2018 წელს გაიხსნება,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიაში განუცხადეს. 

მათი ინფორმაციით, 2017 წლისთვის მოესწრება მხოლოდ აპარტამენტების გახსნა, ხოლო უშუალოდ სასტუმრო ექსპლოატაციაში 2018 წლიდან შევა. მიმდინარე წლის ზაფხულიდან მფლობელები სასტუმროში ბრენდის შემოყვანაზე დაიწყებენ მოლაპარაკებებს. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, 4- ვარსკვლავიან სასტუმროში სასტუმრო ნომრების გარდა განთავსდება კაზინო, რესტორანი, აუზი. „მეგა-პალასში“ განმარტავენ, რომ ეს ვალდებულებები კომპანიას მანამდე არ ჰქონდა და ახალი ობიექტების დამატების გადაწყვეტილება თავად მიიღეს, რის გამოც მშენებლობის ვადები გაიზარდა. 

პროექტით რეგიონში დაახლოებით 15 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები