მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებული 164 ფაქტიდან, 92 შემთხვევა ჯარიმით დასრულდა

ხმაური

ბათუმში, ბათუმში, აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებული 164 ფაქტიდან, 92 შემთხვევა ჯარიმით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის ინსპექცია აცხადებს.

ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს 262 სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, საქალაქო სასამართლომ 175 სუბიექტი სამართალდამრღვევად ცნო, 63-ს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, ნაწილზე სამართალწარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანგარიშზე დაყრდნობით, მიმდინარე წელს საზოგადოებრივი სივრცის უკანონო შეზღუდვის 1600-ზე ფაქტი აღიკვეთა. ასევე 300-მდე ობიექტზე გადამოწმდა გადათხრილი სამუშაოს პროცესი და მისი კანონიერება.

გარემოვაჭრეების მიერ უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციის გატანილი 200-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, ბიოდეგრადირებად პარკებთან დაკავშირებით 180 ობიექტისა და ტროტუარის უნებართვოდ გამოყენებისთვის 200-მდე ობიექტის გაფრთხილება მოხდა. ასევე, 100-მდე უნებართვოდ განთავსებული ჯიხურისა და კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა.

გარდა ამისა, 80-მდე სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე, უნებართვოდ განთავსებული ღობის დემონტაჟი განხორციელდა და უნებართვოდ განთავსებული რეკლამის 32 ფაქტი გამოვლინდა. ასევე, ნარჩენების დატოვების ფაქტზე გაფრთხილება მიიღო და აღმოიფხვრა 25 ობიექტში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის ფარგლებში, 4600 უპატრონო ცხოველს მოვლა-პატრონობის ღონისძიებები ჩაუტარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები