მრავალფუნქციურ კომპლექს „ალიანს პალასში“ აპარტამენტების უმრავლესობა გაყიდულია, ამის შესახებ Bm.ge-ს ,,ალიანს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, აკაკი სონგულიამ განუცხადა.
"გაყიდვა 2015 წელს დაიწყო და პრომო ფასი 950 დოლარს შეადგენდა. ამ მომენტისათვის პრაქტიკულად ყველა აპარტამენტი გაყიდულია, დარჩენილი რამდენიმე აპარტამენტის ფასი კი 1900 დოლარიდან იწყება“ - განაცხადა აკაკი სონგულიამ.
მისივე განმარტებით, "ალიანს პალასის“ მშენებლობა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით მიმდინარეობს, ამ ეტაპზე კომპანია სარემონტო სამუშაოებს აპარტამენტების ნაწილში აწარმოებს, პარალელურად კი ქორთიად მარიოტის გახსნისთვის მიმდინარეობს მზადება. ,,ალიანს პალასის“ აპარტამენტების ნაწილი 2018 წელს დასრულდება, ხოლო ქორთიარდ მარიოტი 2019 წელს გაიხსნება.
"გლობალური სასტუმრო ბრენდი „ქორთიარდ მარიოტი“ ალიანს პალასის პირველ ხუთ სართულზე განთავსდება და 150 ნომერს მოიცავს. ამ ეტაპზე „ქორთიარდ მარიოტის“ ნაწილში აქტიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და 2019 წელს პირველ სტუმრებს მიიღებს“ - ამბობს აკაკი სონგულია.
მისივე თქმით, "ალიანს ჯგუფის“ სხვა პროექტების მსგავსად ალიანს პალასი, რომლის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონი დოლარია მთლიანად ქართული ინვესტიციაა და პროექტი სრულად არის დაფინანსებული.
“ალიანს ჯგუფი” მსოფლიოს უმსხვილეს სასტუმრო ქსელებთან ერთად ამჟამად ოთხ სამშენებლო-დეველოპერულ პროექტს ავითარებს: “ალიანს პალასს” ბათუმში, რომელიც სასტუმრო Courtyard by Marriott-ს წარმოადგენს; “ალიანს ფრივილიჯს” ბათუმში, სადაც სასტუმრო Marriott-ი იქნება წარმოდგენილი; “ალიანს რიზორტს” სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე, რომელიც სასტუმრო Ramada-ს უმასპინძლებს და “ალიანს ჰაილაინს” თბილისში, რომელშიც სასტუმრო Wyndham Garden-ი იქნება გაერთიანებული. ეს უკანასკნელი Wyndham Worldwide-ის შემადგენლობაში შედის, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სასტუმრო ქსელია, ის ასევე, ე.წ. გაცვლითი დასვენების წამყვან კომპანიას, RCI-ს მოიცავს.

























