ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ვერც მეოთხე აუქციონზე ვერ გაიყიდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ დაინტერესება ობიექტით არავინ გამოთქვა.
აუქციონი 20 აპრილს დაიწყო და 27 აპრილს დასრულდა.
ობიექტის საწყისი ღირებულება 15 მილიონი ლარი იყო.
შემსყიდველს ასევე ჰქონდა ვალდებულება, ადგილზე მოეწყო 25-ნომარიანი სასტუმრო და 2 წლის ვადაში 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ობიექტი 2012 წლიდან დღემდე აუქციონზე მეოთხედ გამოვიდა.
ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას ბათუმში რეაბილიტაცია წინა ხელისუფლების პირობებში ჩაუტარდა. შენობაზე ასტრონომიული საათი დამონტაჟდა, რომელიც ბიუჯეტს მილიონ 700 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. შენობის რეკონტრუქცია დაპირისპირების საგნადაც იქცა, რადგანაც მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდა. სპეციალისტები შენობის რეაბილიტაციას არ ეთანხმებოდნენ. იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ შენობაში სარეზიდენტო რეზიდენცია უნდა განთავსებულიყო, თუმცა, საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკავშვილს არ მიუღია.

























