მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

5cdd7fac3285d
BM.GE
17.05.19 09:00
846
დღეს ბათუმში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული განათლების და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

განათლების და მეცნიერების თანამედროვე მულტიფუნქციურ კომპლექსში თავმოყრილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი და ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი.

ბათუმში პროექტის მშენებლობა პრემიერმა მარტში დააანონსა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა,  შესაბამისი მიწის ნაკვეთი ერთი თვის ვადაში გამოეყოთ.

„საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებლები და ძალიან მაღალი ხარისხის სკოლები. ჩვენ ისეთივე განათლების ქალაქს ავაშენებთ ბათუმში, როგორსაც თბილისში, დიღომში ვაშენებთ. ჩვენ გვინდა, რომ ანალოგიური ინფრასტრუქტურა არსებობდეს ბათუმში, სადაც ყველაფერი იქნება - კომაროვის სკოლა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები და ა.შ. გპირდებით, ბათუმს ეს აუცილებლად ექნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები