ბათუმში გმირთა ხეივანში კომპანია "სახლი ხეივანში" 31 სართულიან მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს, კომპლექსში 104 ნომრიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება. როგორც კომპანიის დირექტორმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა სხვადასხვა ოპერატორებთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე მიმდინარეოსბ. ასევე მისი თქმით შენობის მეორე სართულზე კაზინო, სავაჭრო და გასართობი ცენტრი განთავსდება, ხოლო დარჩენილი 300 ნომერი საცხოვრებელ ფართებს მოიცავს.
პროექტში არანაკლებ 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება; პროექტი 2019 წელს დასრულდება.
კომპანიამ გმირთა ხეივანში მიწის ფართობი პრივატიზების გზით შეიძინა.

























