მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში კ2 კოეფიციენტის მატებაზე შეზღუდვები დაწესდა

5c7fb267a8087
BM.GE
06.03.19 16:00
1828

ბათუმში, განაშენიანების ინტენსივობის - კ2 კოეფიციენტის მატება იმ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე იზღუდება, რომელთა ფართობი 600 კვ/მ-ს არ აღემატება. გარდა ამისა, იზღუდება კ2 კოეფიციენტის განმეორებით გაზრდა.

"ცვლილებები შევიდა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში, რომელიც გულისხმობს ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროებისათვის პარკირების წესების განსაზღვრას, საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ისთვის დასაშვები ობიექტების ჩამონათვალში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეკონსტრუქციის დამატებას, განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის განმეორებით გაზრდის შეზღუდვას, ქალაქის ტერიტორიაზე დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის შეზღუდვას იმ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ფართობი არ აღემატება 600 კვ/მ-ს და ასევე, განსაზღვრული ფართის მქონე სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდის დადგენას გარკვეული პროცენტული მაჩვენებლებით", - წერია ბათუმის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები