ბათუმში, ლუკა ასათიანის N26-ში სასტუმრო ,,ირეპალასი“ გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. პროექტში 1 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
სასტუმრო 38 ნომრიანია და ამ ეტაპზე 15 ადგილობრივია დასაქმებული.კომპანიის განცხადებით მათი რაოდენობა ზაფხულის პერიოდში გაიზრდება.

























