მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში კომაროვის სკოლის ტიპის სასწავლებელი და საერთო საცხოვრებელი აშენდება

5c9cc6b56a6c4
ლიკა გურაბანიძე
28.03.19 17:04
1609
საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტრო ბათუმში კომაროვის ტიპის ტექნიკური სასწავლებლის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობას გეგმავს. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოს სკოლის მშენებლობა დაიწყება.

მინისტრის თქმით, ამჟამად აჭარის მთავრობის მიერ სპეციალური მიწის ნაკვეთის მოძიების პროცესი მიმდინარეობს.

„აჭარის მთავრობას ერთი თვის ვადა მიეცა, რათა მოიძოს მიწა და ის საპროექტო სამუშაოები წარმოადგინოს რაც მშენებლობისთვის საჭიროა. შემდეგ უკვე გამოცხადდება ტენდერი და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე მშენებლობა დაიწყება,“ - აღნიშნა ბატიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები