მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში კორუფციული გარიგებების პიკია... მშენებლობის ტემპი წარმოუდგენელია - პარლამენტარი

6469e4bce4154
მარიამ იზორია
21.05.23 16:09
1187
საქართველოს პარლამენტმა ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესის განმსაზღვრელი კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8-მ კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ამ პროექტის დამტკიცებით სამშენებლო კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებისა და მათი ექსპლუატაციის წესს განსაზღვრავს.

პროექტის მიხედვით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს უნდა დაემატოს მუხლი, რომელიც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობს. წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც არის, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს [ჩაიბაროს] შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა. შენობის ჩასაბარებლად კი კომპანიას მოუწევს მერიას ამ წესით მოთხოვნილი დოკუმენტები წარუდგინოს. აღნიშნულ პროექტს, რომელშიც როგორც ოპოზიცია აცხადებს, კორუფციის ნიშნები იკითხება, BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში პარლამენტარი არმაზ ახვლედიანი აფასებს.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივით მმართველი პარტია ცდილობს კორუფცია ხალხის ზრუნვის მოტივად წარმოაჩინოს, ასე კი ის შავი საქმეები დაფაროს, რომელიც მათ ბათუმში მშენებლობების მიმართულებით გაუკეთებიათ.

„ამ ინიციატივით ოცნება ცდილობს საკუთარი შავი საქმეები გაათეთროს, ეს ხდება მოსახლეობაზე ვითომ ზრუნვის საბაბით, სინამდვილეში კი ეს არის მათი გარიგება იმ ბიზნეს სუბიექტებთან, რომლებმაც ეს უკანონობა იკადრეს, არა ცალმხრივად არამედ ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან შეთანხმებით.

ბათუმში მშენებლობებმა ქალაქს იერსახე დააკარგვინა. ახლა კი გვეუბნებიან, რომ დროა ეს ყველაფერი ჩამოვწეროთ, ხალხზე ვიზრუნოთ და გავაგრძელოთ გზა მომავალი მშენებლობებისკენ.

ქალაქში კორუფციული გარიგებების პიკია. მშენებლობის ტემპი წარმოუდგენელია. ეს ქალაქის დამახინჯება და კორუფციაა“, - ამბობს არმაზ ახვლედიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები