მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში Le Méridien-ის სასტუმრო 2019 წელს გაიხსნება

5b1ea5ac15aac
ლევან თაღიაშვილი
12.06.18 11:13
3476
ბათუმი თაუერში სხვადასხვა სახის კომერციული ფართები გაიყიდება, როგორც კომპანიაში "რედკო" BM.GE-ს დაუდასტურეს, მათ შორის განთავსდება მაღალი კლასის საცხოვრებელი რეზიდენციებიც. გამომდინარე იქიდან, რომ მაღლივი შენობა არ აკმაყოფილებდა სასტუმროსთვის შესაბამის უსაფრთხოების მოთხოვნებს, Le Méridien-ის სახელწოდების უმაღლესი სტანდარტების მქონე სასტუმროს ფუნქციებს მის გვედით მდებარე შენობა შეითავსებს, მაღლივ შენობაში კი მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი ადგილი, მაღაზიები და საცურაო აუზი განთავსდება.

როგორც კომპანიაში საქმის კურსთან საუბრისას განაცხადეს პროექტის დასრულება დათქმულ ვადაში, 2019 წლის ზაფხულში მოხდება. მისი ჯამური ღირებულება კი დაახლოებით 30 მილიონი დოლარი იქნება. კომპანიამ პრივატიზაციისთვის 25 მილიონი დოლარი გადაიხადა, თუმცა ვადის დარღვევით, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, „ბათუმი თაუერს“ შესაბამისი პირგასამტეხლო დაეკისრა 1 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც ამჟამად სრულად დაფარულია. შესაბამისად კიდევ ერთი უმაღლესი დონის სასტუმრო ბათუმს 2019 წლის ზაფხულისთვის შეემატება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები