home
category
tv live menu
EN
Loading data...

ბათუმში, ლიბერთის ფილიალში ხანძარი გაჩნდა - დაზარალებულები არ არიან

ბათუმში, ლიბერთის ფილიალში ხანძარი გაჩნდა. ბანკის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხანძრის შედეგად დაზიანდა მხოლოდ ბანკის ინფრასტრუქტურა.

„დღეს დილით, ბათუმში, ფარნავაზ მეფის 62/64 მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, ბანკი აცხადებს, რომ ინციდენტი მოხდა არასამუშაო დროს, გამთენიისას, შესაბამისად არ არიან დაზარალებულები. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია მხოლოდ ბანკის ინვენტარი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება“, - ამბობენ ლიბერთიში.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები