მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში “ლიბერთის” განახლებული ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის 62 ნომერში, ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა. ფილიალის გახსნას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია და აჭარის რეგიონალური დირექტორი არჩილ ჯანყარაშვილი დაესწრნენ. ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხოვნილებებს.ამჟამად აჭარის რეგიონში დასაქმებულია 318 თანამშრომელი. ფუნქციონირებს 15 ფილიალი, 6 საზოგადოებრივი ცენტრი, 4 სპეციალიზებული სერვისცენტრი და 7 ლიბერთი ექსპრესი. განახლებულ ფილიალში 30 თანამშრომელი დასაქმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები