მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმში Mcdonalds ახალი რესტორანი გაიხსნა

5b1e46db0d100
მაია ბიწაძე
11.06.18 13:48
5806
ბათუმში, ერას მოედანზე, Mcdonalds-ის ახალი რესტორანი გაიხსნა, რომელიც ამ ქალაქში Mcdonalds-ის რიგით მეორე რესტორანია. როგორც ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ Bm.ge-ს განუცხადა, ახალი ობიექტის გახსნა ბათუმში გაზრდილმა მოთხოვნამ გადააწყვეტინა და მასში 3,5 მილიონი ევროს ინვეტიცია ჩაიდო.

,, რესტორანი გუშინ საღამოს სატესტო რეჟიმში ავამუშავეთ და 4 საათში მას 1000 ადამიანი ესტუმრა. ძალიან რთული ტექნოლოგიური დანადგარებია დამონტაჟებული და ამჟამად ხდება მისი ტესტირება, რათა რეალური წარმადობის რეჟიმში ჩავაყენოთ.

მოთხოვნა ბათუმში ძალიან გაიზარდა, ტურისტების რაოდენობა ძალიან დიდია, ქალაქიც გაიზარდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ახალი რესტორანი გაგვეხსნა. ეს არის ჩვენი რიგით მე-14 რესტორანი საქართველოში, ძალიან კარგი დიზაინით, რომელიც ავსტრიულმა კომპანიამ გაგვიკეთა.

ჩვენს რესტორნებში წელიწადში 700 ათასი ადამიანი შედის. წინასწარი გათვლებით, 2018 წელს ,,მაკდონალდსის“ ქსელის ბრუნვა 90 მილიონ ლარს მიაღწევს“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს წელს თბილისში, კერძოდ ვაკეში ,,მაკდონალდსის“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი გაიხსნება, რომელიც რიგით მე-15 ობიექტი იქნება. ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თბილისის მერიასთან აქტიურ ფაზაშია. შემდეგი ლოკაცია კი აეროპორტის გზა იქნება, სადაც ასევე იგეგმება რესტორნის განთავსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები